გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები
ქეთევან ავლოხაშვილი
ქეთევან ავლოხაშვილი არის საადვოკატო კომპანია „გრადას“ თანადამფუძნებელი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი, სამართლის მაგისტრი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ქეთევანი ასევე არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის მონაწილე. მისი დამატებითი სპეციალიზაციებია ბავშვის უფლებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
იგი რამდენიმე კოლეჯში უძღვება სალექციო კურსს „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“.
კონსულტაციის დაჯავშნა
ანა კორძახია
ანა კორძახია არის საადვოკატო კომპანია „გრადას“ თანადამფუძნებელი და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი. მისი დამატებითი სპეციალიზაციაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, სასამართლო მედიატორი, სამართლის მაგისტრი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ანა რამდენიმე კოლეჯში უძღვება სალექციო კურსებს „სამოქალაქო განათლება“ და „ბავშვის უფლებები“. გარდა ამისა, იგი არაერთ ორგანიზაციაში საქმიანობს სისხლის სამართლის მენტორად.
კონსულტაციის დაჯავშნა
სოფიო თეთრუაშვილი
სოფიო თეთრუაშვილი არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი, სამართლის მაგისტრი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
სოფიო წარმატებით საქმიანობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. მისი დამატებითი სპეციალიზაციებია ბავშვის უფლებები (სამოქალაქო) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
სოფიო თეთრუაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უძღვება სალექციო კურსებს „შრომის უსაფრთხოება“ და „სამოქალაქო განათლება“.
კონსულტაციის დაჯავშნა
აზალია არველაძე
იურისტი
მისი მრავალფეროვანი გამოცდილება სამართლის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. აზალია ახორციელებს წარმომადგენლობას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, ამასთან, იგი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილე და პროექტების მენტორია.
პრაქტიკული გამოცდილება
- სამშენებლო სამართალი
- საბანკო სამართალი
თინათინ გამყრელიძე
იურისტი
მისი მრავალფეროვანი გამოცდილება სამართლის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. თინათინი ახორციელებს წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში, ამასთან, იგი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილეა.
განათლება და პრაქტიკული გამოცდილება
- სამართლის მაგისტრი სისხლის სამართლის მიმართულებით
- სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- წარმომადგენელი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და სახელმწიფო უწყებებში